საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა – პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით 1.5%-ით იკლო და 6 დოლარი და 8 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
დაღმასვლის მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული რეკორდული მოსავალია. მაგალითად, გასული წლის სეზონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალი მიიღეს.
ხორბალთან მიმართებით რეკორდული მოსავალი ფიქსირდება ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, რაც საერთაშორისო ბირჟაზე მარცვლეულის გაიაფებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო.
ბუნებრივია, ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომ ერთწლიან პერიოდში ხორბლის 18%-იან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…